ჯასტინ გეიჯის დამარცხებისა და BMF-ის ტიტულის მოპოვების შემდეგ, მაქს ჰოლოუეიმ ილია თოფურია გამოიწვია.
"ჩემი მოწინააღმდეგე იმსახურებს პატივისცემას, ის ნამდვილი მებრძოლია. ეს ბიჭი, "ელ მატადორი" კი ხარს გაურბის! მოაწეროს ხელი კონტრაქტს და მეჩხუბოს. ესპანეთში თუ ჰავაიში, სადაც გინდა მეჩხუბე", - განაცხადა ამერიკელმა.
ქვემსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი იმ დროს დარბაზში იმყოფებოდა და 32 წლის მებრძოლს პასუხი ივენთის დასრულების შემდეგ გასცა.
"ვფიქრობ, უკვე გვაქვს შემდეგი ბრძოლა, ჩემი მეტოქე ჰოლოუეი იქნება. დღეს მისი ღამეა, მან უნდა ისიამოვნოს, მაგრამ მოგვიანებით, მას ჩემთან ბრძოლისთვის მოუწევს მომზადება.
არ ვიცი, ამ ბრძოლის შემდეგ მაქსს რა ზიანი აქვს, თუმცა იმედი მაქვს, რომ ის მალე გამოჯანმრთელდება და ვიჩხუბებთ. სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებული ვერაფერი დავინახე. საბოლოო ჯამში, ჰოლოუეის დარტყმების გაცვლა აქვს ყოველგვარი სტრატეგიის გარეშე. ეს არ მოხდება ჩემთან, რადგან ბრძოლის დროს მე ტვინსაც ვიყენებ", - განაცხადა "ელ მატადორმა".











