"ვოლკანოვსკისთან მოგების შემდეგ, დეინამ მითხრა, რომ ჩემით ამაყობდა. UFC-ის უფროსობას შევხვდი ცოტა ხნის წინ, ვისაუბრეთ ბრძოლის ესპანეთში გამართვის შესახებ და სხვა საინტერესო საკითხებზე.
უაიტი კარგი ადამიანია, თუმცა მასთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა მაქვს. არიან მებრძოლები, რომლებსაც ემეგობრება, მაგრამ მე მათ რიცხვში არ ვარ. მასთან დაახლოების შესაძლებლობა არ მქონია. საქმიანი ურთიერთობის საკითხში კი ყველაფერი რიგზე გვაქვს", - განაცხადა ქართველმა ჩემპიონმა.











