"გეიჯისთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ჰოლოუეიმ მიმართა თოფურიას, რის შემდეგაც კადრი სწორედ ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონზე გადავიდა. ბევრმა ადამიანმა ჩათვალა, რომ ილია შეშინებული იყო, მაგრამ ეს სისულელეა. ვერასდროს დავიჯერებ, რომ UFC-ის ჩემპიონს შეიძლება ვინმესი შეეშინდეს.
ქართველი ჩემპიონი არ არის შეშინებული, უბრალოდ მან გაანალიზა, თუ რა სირთულის გამოწვევა ელის წინ. ჯასტინთან ბრძოლაში ვიხილეთ მაქსის საუკეთესო ვერსია და მას ნამდვილად ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია", - განაცხადა დისიმ "ელ მატადორისა" და ჰავაელის მოსალოდნელი ბრძოლის შესახებ.











