როგორც მოგეხსენებათ, ჩიტო ვერას დამარცხების შემდეგ, შონ ო'მალიმ ილია თოფურია გამოიწვია.
"დანა, გაამზადე თვითმფრინავი, ესპანეთში თოფურიასთან მივდივარ - მე მასთან მინდა ბრძოლა და მომეცით შესაძლებლობა. ზედა წონაში ასვლა და ორმაგი ჩემპიონობა მსურს, მაგრამ თუ გინდათ, რომ დვალიშვილი დავანოკაუტო, მაგასაც გავაკეთებ", - განაცხადა ამერიკელმა.
29 წლის მებრძოლს თავდაპირველად პასუხი მერაბმა გასცა:
"ისევ არ გამომიწვია - მე პირველი კონტენდერი ვარ და მეჩხუბე პატარა გამხდარო ბიჭო! მშიშარა ხარ, რადგან ის გამოიწვიე ბრძოლაში, ვინც არასდროს იჩხუბებს შენთან", - განაცხადა ქართველმა, რომელიც ო'მალისა და ეკვადორელის ბრძოლის დროს დარბაზში იმყოფებოდა.
შერეული ორთაბრძოლების სამყარო ილიას კომენტარის მოლოდინშიც იყო და ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონმა პასუხის გაცემა არ დააყოვნა:
"გილოცავ შუგა...ლამაზი პერფომანსი იყო! თავდაპირველად ბრძოლა მერაბთან გელის, ჯერ ეს საქმე მოითავე", - განაცხადა ქართველმა მებრძოლმა ამერიკელის გამოწვევაზე.











