ტუხელის ბოლო გუნდი ბაიერნი იყო, რომელიც 2024 წლის ზაფხულში დატოვა. მას შემდეგ, გერმანელ სპეციალისტს რამდენიმე კლუბს აქტიურად უკავშირებდნენ, მათ შორის მილანსა და მანჩესტერ იუნაიტედს, თუმცა ტომასი ამ დრომდე უგუნდოდ იყო.
ინგლისის ეროვნულ ნაკრებს ახლა ლიი კარლსი წვრთნის, რომელიც დროებითი მთავარი მწვრთნელია, შესაბამისად, ფედერაციაში სხვადასხვა კანდიდატების განხილვა მიმდინარეობდა და როგორც ახლა გაირკვა, ტომას ტუხელთან ყველა დეტალი შეთანხმდა.









