9 ტურის შემდეგ, სენტ-ეტიენმა სულ 8 გოლის გატანა მოახერხა, საიდანაც 5 დავითაშვილის ანგარიშზეა, ეს შედეგი კი ტოპ 5 ლიგაში მეორე საუკეთესოა! ტოპ ლიგებში მხოლოდ კრის ვუდს აქვს ზურიკო დავითაშვილზე უკეთესი პროცენტული მაჩვენებელი. ნოტინგემ ფორესტმა ამ სეზონში 11 გოლი გაიტანა, საიდანაც 7 კრის ვუდმა შეაგდო, რაც გუნდის გოლების 64% არის. რაც შეეხება დავითაშვილს, მისი გოლების რაოდენობა გუნდის 63%-ს უდრის (8 გატანილი გოლიდან 5 ბურთი).
სენტ-ეტიენი 9 ტურის შემდეგ, 7 ქულით, მე-16 პოზიციაზე იმყოფება. ზურიკო დავითაშვილის გუნდი მომდევნო ტურში სტრასბურგს დაუპირისპირდება. მატჩი 2 ნოემბერს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი










