თბილისი არენაზე გამართული დრამატული შეხვედრა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა — ჩვენმა გუნდმა დანია დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და ევრობასკეტის საგზური ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა!
მატჩის შემდეგ, LaGazzetta.ge-სთან საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ისაუბრა:
მატჩის შემდეგ, LaGazzetta.ge-სთან საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ისაუბრა:
"დაძაბული თამაში იყო, დაღლის მიუხედავად, ბრძოლა არ შეგვიწყვეტია, ბურთი ჩავარდებოდა თუ არ ჩავარდებოდა დაცვაში ყოველთვის ვიბრძოდით, შეტევაში თავდაჯერებულად ვიყავით. განსაკუთრებით დაგვეხმარა გულშემატკივრის ფაქტორი, მინდა დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ. ძალიან გახარებული და ამაყი ვარ ჩემი გუნდით."












