"თორნიკე ვირტუსში რჩება. ჩვენ ასევე, ახალ კონტარქტზეც ვმუშაობთ."
გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თორნიკე შენგელიას ვირტუსიდან წასვლაზე ძალიან ბევრი იწერებოდა — 32 წლის კალათბურთელით რეალ მადრიდი, პანათინაიკოსი, ცრვენა ზვეზდა და ბასკონია ინტერესდებოდნენ. ვირტუსს სახელფასო ჭერის შემსუბუქებაც სჭირდებოდა, რის გამოც, ქართველის გაშვება დღის წესრიგში იდგა, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, შენგელია ვირტუსში რჩება!
32 წლის ქართველი ფორვარდი უკანასკნელი 2,5 წელია, რაც იტალიურ კლუბში ასპარეზობს. 2023/24 სეზონში, იტალიის ჩემპიონატში, საშუალოდ, მატჩში თორნიკე 13.6 ქულას, 4.9 მოხსნას და 3.1 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.










