32 წლის კალათბურთელმა პარკეტზე 19 წუთი გაატარა, რა დროშიც 16 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ორივე გუნდში შენგელია ამ შედეგით საუკეთესო იყო.
ვირტუს ბოლონია 18 მოგებით და 8 წაგებით სატურნირო ცხრილში მე-2 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო ტურში შენგელიას გუნდი კრემონას დაუპირისპირდება, თუმცა იქამდე იტალიურ გუნდს ევროლიგის მატჩი ელოდება, სადაც ბასკონია იქნება მეტოქე. ეს შეხვედრა 12 აპრილს გაიმართება.









