რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, რომ ქუთაისის ტორპედო მოლაპარაკებებს რამდენიმე უცხოელ სპეციალისტთან აწარმოებს.
LaGazzetta.ge რამდენიმე მათგანს პირადად გაესაუბრა. მათ ტორპედოს ინტერესი დაადასტურეს და ქართველ ფეხბურთზე ისაუბრეს.
ნიკოლა იურჩევიჩი: "ვიცი, რომ ტორპედო საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული კლუბია - სერიოზული და კარგად ორგანიზებული. ამ გუნდში სიამოვნებით ვიმუშავებდი. იმედია, საქართველოს ჩემპიონატს კარგად მოვირგებ და გულშემატკივარსაც გავახარებ. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მთელი ქვეყანა გაახარა, ახლა კი 1-2 კლუბი სჭირდებათ, რომლებიც კონფერენს ლიგაზე მაინც ითამაშებენ. როცა ხორვატიის ნაკრებში ვმუშაობდი, თქვენი ნაკრების წინააღმდეგ 2-ჯერ ვითამაშე. ცოტა ხნის წინ კი რიეკაში 21-წლამდელების თამაშს ვუყურე და მინდა გითხრათ, ბევრი კარგი და პერსპექტიული ახალგაზრდა გყავთ"

სრდიან ბლაგოიევიჩი: "ტორპედოს ხელმძღვანელობასთან აქტიური მოლაპარაკებები მქონდა, მათ თავიანთი პროექტი, გეგმები და ამბიციები გამაცნეს. სიმართლე გითხრათ, ქართული ფეხბურთი ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები კარგი მატჩების შემდეგ გავიცანი. ასევე, ქართველ ფეხბურთელებთან შეხება ყაზახეთში მუშაობის დროსაც მქონდა და ვცდილობ, თქვენი ქვეყანა უკეთ გავიცნო. ყაზახეთში ყოფნისას, ქართული სამზარეულოც დავაგემოვნე და ხაჭაპური გავსინჯე."











