შეხვედრაში ანგარიში მალევე გაიხსნა. მე-15 წუთზე ტიმო ვერნერის აქტიურობას მურილიოს ავტოგოლი მოჰყვა, თუმცა ტოტენჰემის ზეიმი დიდხანს არ გაგრძელებულა, 27-ე წუთზე სტუმრების კონტრშეტევა კრის ვუდის გოლით დასრულდა.
მეორე ტაიმში მასპინძელმა გუნდმა შეტევები უფრო გააძლიერა, რასაც ორი გატანილი გოლი მოჰყვა. თავი ჯერ მიკი ვან დე ვენმა გამოიჩინა, შემდეგ კი - პედრო პორომ, ანგარიში 3:1 და პოსტეკოგლუს გუნდმა დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა.
ტოტენჰემმა ამ გამარჯვებით 60 ქულა მოაგროვა და მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა.









