გადაწყვეტილება მიღებულია — ტოტენჰემმა ტომას ფრანკი გუნდიდან გაუშვა! დანიელ სპეციალისტს ამ გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობეს.
ტომას ფრანკი ტოტენჰემში 2025 წლის ზაფხულიდან მოყოლებული მუშაობდა. "დეზებმა" ამ დროში 38 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც 13 მოიგეს, 10 ფრედ დაასრულეს, ხოლო 15-ჯერ დამარცხდნენ.
ამ მომენტისთვის უცნობია თუ ვინ ჩაიბარებს ტოტენჰემს მიმდინარე სეზონში, თუმცა როგორც კლუბთან დაახლოებული წყაროები იუწყებიან, ლონდონელები ახალ მთავარ მწვრთნელს უახლოეს დღეებში შეარჩევენ.









