მატჩის შემდეგ კომენტარი ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ გააკეთა, რომელიც გაცხარებულია.
"გასული წლისგან განსხვავებით, წელს ჩემპიონ გუნდს ბევრი უიღბლობა და პრობლემები აქვს უშუალოდ სათამაშო ასპექტებში, რაც ჯერჯერობით არ გამოსწორებულა.
ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც მეგონა, რომ თამაშს გაამწვავებდა, კვარაცხელია იყო და მიუხედავად იმისა, რომ ყვითელი ბარათი ჰქონდა, გავრისკე და ბოლომდე დავტოვე.
თქვენზე მეტად მე ვნერვიულობ და ვიცი, რომ შედარებით სუსტ გუნდებთან ამდენი ქულის დაკარგვა ზედმეტია. გასულ წელს ნაპოლი სწორედ იმით გახდა ჩემპიონი, რომ ასეთ მატჩებს იოლად იგებდა", - განაცხადა მაძარიმ.









