არსენალის ბანაკიდან ახალი, საკმაოდ არასასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება — როგორც ცნობილი ხდება, ებერეჩი ეზემ ფეხის უკანა კუნთი დაიზიანა, რის გამოც საკუთარ გუნდს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაეხმარება.
პირველადი ინფორამციით, 27 წლის ინგლისელი ნახევარმცველი მინიმუმ ერთ თვეს იუქმებს, რის შემდეგაც ახალი გამოკვლევები ჩაუტარდება და ზუსტად გახდება ცნობილი თუ როდის შეძლებს მოედანზე დაბრუნებას.
ებერეჩი ეზეს ანგარიშზე ამ სეზონში 43 ჩატარებული მატჩია, რა დროშიც ფეხბურთელმა 9 გოლის გატანა მოახერხა და 6 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.









