მეორე ტაიმის დასაწყისში მაიკლ ოლისემ გაიტანა მესამე გოლი და ყველაფერი თითქოს მიდიოდა ბავარიელების გამარჯვებისკენ, თუმცა 94-ე წუთზე ომარ მარმუშმა "შავ-წითლებს" ქულა გადაურჩინა. ალიანც არენას ბინადრები 14 ქულით რჩებიან პირველ პოზიციაზე, მაგრამ მათ ქულებით ლაიფციგი გაუთანაბრდა.
Bundesliga
თრილერი ფრანკფურტში - აინტრახტმა და ბაიერნმა 6-გოლიანი სანახაობა შემოგვთავაზეს

ბუნდესლიგის მეექვსე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი ესტუმრა ფრანკფურტის აინტრახტს, რომელთანაც ითამაშა ფრე, 3:3. ანგარიში გახსნა "რეკორდმაისტერმა" კიმ მინ ჯეს გოლის შემდეგ, მაგრამ 35-ე წუთისთვის "არწივები" უკვე 2:1-ს იგებდნენ. სტუმრები თამაშში პირველი ტაიმის ბოლოს დაიო უპამეკანომ დააბრუნა.










