ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ დაასახელა მადრიდის რეალის ყოფილი ფეხბურთელები, ვინც მისი აზრით, მომავალში წარმატებული დამრიგებლები იქნებიან. იტალიელი სპეციალისტისთვის ასეთები არიან ლუკა მოდრიჩი, ტონი კროოსი და კარლოს კაზემირო.
"მოდრიჩს, კროოსსა და კაზემიროს მომავალში წარმატებულ მწვრთნელებად ვხედავ. ისინი არასდროს აყენებდნენ პირველ ადგილზე თავიანთ ეგოს, პირიქით, მოქმედებდნენ გუნდის ინტერესებში და ახალგაზრდებს ადაპტაციაში ეხმარებოდნენ. ნამდვილი ლიდერობა სწორედ ეს არის.
ლუკას, ტონისა და კარლოსს აქვთ ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ წარმატებას სამწვრთნელო კარიერაშიც მიაღწიონ. საჭირო უნარ-ჩვევები ჯერ კიდევ საფეხბურთო მოედანზე ჩანდა.
"
შეგახსენებთ, რომ ხორვატი და ბრაზილიელი ნახევარმცველები მილანსა და მანჩესტერ იუნაიტედში თამაშობენ. რაც შეეხება გერმანელ ფლეიმეიქერს, 2024 წელს, "სამეფო კლუბთან" ერთად მორიგი ევროთასის მოგებისა და ეროვნულ გუნდთან ერთად ევროზე თამაშის შემდეგ, მან კარიერა დაასრულა.









