ლივერპულის 32 წლის კაპიტანი, ვირჯილ ვან დაიკი, მთავარი მწვრთნელის კლუბიდან წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, პირველად აკეთებს კომენტარს.
ჟურნალისტი: "იქნები ლივერპულის ახალი ეპოქის ნაწილი იურგენ კლოპის გარეშე?”
ვან დაიკი: "ეს სერიოზული კითხვაა და სიმართლე გითხრათ, არ ვიცი."
ჟურნალისტი: "ამას იმიტომ გეკითხებით, რომ კლუბთან არსებული კონტრაქტი 18 თვეში გეწურებათ..."
ვან დაიკი: "ეს სიმართლეა, მაგრამ იგივე პასუხი მაქვს - არ ვიცი. კლუბს დიდი სამუშაო ექნება და მათ ეს კარგად იციან. მწვრთნელისა და პერსონალის ჩანაცვლება მარტივი არ იქნება. ვფიქრობ, ბევრი რაღაც შეიცვლება. ლივერპულს წინ დიდი სამუშაო აქვს და მე, როგორც კაპიტანსა და ამ გუნდის წევრს, ძალიან მაინტერესებს, რა მიმართულებით წავა ჩემი გუნდი".
ნიდერლანდელი მცველი კლოპის ეპოქაში, კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენი იყო. ლივერპულმა ვან დაიკი 2018 წლის იანვარში წარადგინა - ვირჯილი მერსისაიდულ კლუბში, საუთჰემპტონიდან €84 მილიონის სანაცვლოდ გადაბარგდა.
Premier League
"წინ დიდი ცვლილებები გველოდება" - ვან დაიკი









