გავლენიანი ესპანური გამოცემა AS იმ 2 ფეხბურთელს ასახელებს, რომლებიც მომავალ წელს ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტები იქნებიან.
ორივე მათგანი ლა ლიგის წარმომადგენელია და გამოცემის ცნობით, ყველაფერი გუნდის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
მათი ცნობით, 2026 წლის ოქროს ბურთის მოპოვების მთავარი კანდიდატები რეალის შემტევი კილიან მბაპე და ბარსელონას ლიდერი ლამინ იამალი იქნებიან.
მბაპემ ახალი სეზონი მართლაც საოცრად დაიწყო, საუცხოო ფორმაში შევიდა და თუ ასე გააგრძელა, ნანატრი ინდივიდუალური ჯილდოს მოგება რეალური იქნება.
რაც შეეხება იამალს, ის ტრავმირებულია და ამ სეზონში 5 საგოლე გადაცემის გაკეთება და ერთი გოლის გატანა მაინც მოასწრო, თუმცა ვარაუდობენ, რომ როცა იამალი დაბრუნდება, მისი სეზონი არანაკლები იქნება, ვიდრე გასული, როცა მეორე ადგილი დაიკავა. წლევანდელი ოქროს ბურთის მფლობელი უსმან დემბელე გახდა.









