ცნობილი გახდა თუ ვინ იქნება ლაშა გურულის მეტოქე უმაღლესი რანგის ივენთზე - Usyk vs Dubois. სუპერმსუბუქ წონაში ქართველი ინგლისელ ჯეიმს ფრანსისს დაუპირისპირდება.
პროფესიონალური კრივის პრესტჟული ივენთი 19 ივლისს, ლონდონში, იუმბლიზე გაიმართება და ღონისძიება ქართველისა და ინგლისელის ექვსრაუნდიანი დაპირისპირებით გაიხსნება.
24 წლის ჯეიმს ფრანსისს 8 ბრძოლა აქვს ჩატარებული საიდანაც 7 მოიგო და 1 წააგო.
შეგახსენებთ, ქართველმა მოკრივემ პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ლაშა გურულის დებიუტი პროფესიონალურ კრივში კი 15 მარტს, რუსთავის სპორტის სასახლეში შედგა. ლაშამ დაამარცხა განელი მოკრივე ბერნარდ აბეი, რომელსაც პროფესიონალურ კრივში ექვსიდან ექვსი გამარჯვება ჰქონდა









