ტოპ 14-ის "ვანთან" მოპოვებული ისტორიული გამარჯვების (22:19) შემდეგ, 23-კაციან შემადგენლობაში სამი ცვლილებაა.
შერკინების პირველ ხაზში, კვაჭის პოზიციაზე თამაშს ირაკლი ქვათაძე იწყებს, რომელიც პირველ მატჩში მარქაფაში იყო. მის შემცვლელად თადარიგში თენგიზ ზამთარაძე გამოჩნდა.
მოედანზე პირველივე წუთებიდან გავლენ ბურჯები ვასილ კაკოვინი და გიორგი ჩხარტიშვილი. მეორე ხაზში ლადო ჩაჩანიძე და მიხეილ ბაბუნაშვილი შეწყვილდებიან, ხოლო მესამე ხაზში თამაშს სანდრო მამამთავრიშვილი, გიორგი ცუცქირიძე და ლუკა ივანიშვილი იწყებენ. კვაჭის გარდა უცვლელია შერკინების მარქაფაც - დათო აბდუშელიშვილი, ბაჩუკი ჭუმბაძე, დემურ ეფრემიძე და გიორგი სინაურიძე.

როტაციის პრინციპით, ორი ცვლილებაა ხაზშიც, სადაც მარქაფიდან ცენტრი დემურ თაფლაძე და ფრთა ამირან შვანგირაძე დაწინაურდნენ, იოანე მეტრეველმა და ალექსანდრე თოდუამ კი თადარიგში გადაინაცვლეს. თაფლაძე თორნიკე კახოიძეს შეუწყვილდება, მეორე ფრთა ლელოების მანქანა აკაკი ტაბუცაძე იქნება, ფულბეკად ლუკა ცირეკიძეს ვიხილავთ, ღერძზე კი თენგიზ პერანიძისა და ლუკა მატკავას წყვილს ვიხილავთ. მეტრეველისა და თოდუას გარდა ხაზის მარქაფაშია დავით ხუროშვილი.
შავი ლომის შემადგენლობა:
ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. ამირან შვანგირაძე, 10. ლუკა მატკავა (კაპ.), 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. ვასილ კაკოვინი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ლადო ჩაჩანიძე, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ლუკა ივანიშვილი (კაპ.).
მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. დათო აბდუშელიშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. გიორგი სინაურიძე; 21. დავით ხუროშვილი, 22. იოანე მეტრეველი, 23. ალექსანდრე თოდუა.

შეგახსენებთ, ზუსტად ერთი წლის წინ, ჩელენჯ თასის სადებიუტო სეზონში, "შავმა ლომმა" პირველი გამარჯვება სწორედ "სქარლეთსთან" მოიპოვა (23:7).
ჩელენჯ თასის მიმდინარე სეზონის პირველ ტურში "სქარლეთსი" საფრანგეთში "ბაიონას" შეხვდა და 16:17 დამარცხდა.
სქარლეთსი - შავი ლომის მატჩი 15 დეკემბერს, ჰლანეჰლიში, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და გამარჯვების შემთხვევაში "შავ ლომს" პლეიოფში პირველად გასვლის რეალური შანსი ექნება.
ფოტო: "შავი ლომი" - ირაკლი ტყემალაძე
ფოტო: "შავი ლომი" - ირაკლი ტყემალაძე