საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეპატი დაძლია. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე ევროპირველობაზე ჩვენი გუნდი მესამე შეხვედრაში სლოვენიის ნაკრებს დაუპირისპირდა და 22:11 გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრებიდან 3-3 გოლი ნიკა შუშიაშვილმა, ველკო ტანკოსიჩმა და საბა ტყეშელაშვილმა გაიტანა, დუბლი გიორგი მაგრაქველიძემ, სანდრო ადეიშვილმა, ვატო დადვანმა, სტეფან პიეშივაცმა, დუშან ვასიჩმა და ანდრია ვლაოვიჩმა მიითვალეს, ერტი გოლი იოვან სარიჩის ანგარიშზეა.
ჯგუფიდან სამი გუნდი გადიოდა და სწორედ, სლოვენიის ნაკრებთან მატჩი იყო გადამწყვეტი საქართველოსთვის, რათა ამ შეხვედრაში გაირკვა მესამე გამსვლელი გუნდის ვინაობა.
საქართველოს წყალბურთლთა ნაკრები ასპარეზობას მერვედფინალში გააგრძელებს, მეორე ჯგუფური ეტაპი 17 იანვარს დაიწყება და ჩვენი გუნდის მეტოქეები იტალია, თურქეთი და რუმინეთი იქნებიან.









