ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი გამართა საქართველოს წყალბურთლთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე ევროპირველობაზე ჩვენი გუნდი ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდა და 7:18 წააგო.
ქართველთაგან 2-2 გოლი ანდრია ბითაძემ და ნიკა შუშიაშვილმა გაიტანეს, თითო ბურთი კი სტეფან პიეშივაცის, ანდრია ვლაჰოვიჩის და მეკარე ირაკლი რაზმაძის ანგარიშზეა.
შეგახსენებთ, საქართველოს წყალბურთლთა ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი საბერძნეთის ნაკრებთან 6:20 წააგო.
ჩვენი გუნდი პირველი ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს 15 იანვარს სლოვენიის ნაკრებთან გამართავს, შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.









