ლეგენდარული გერმანელი მეკარე ოლივერ კანი მიუნხენის ბაიერნის ერთ-ერთი ლიდერის, მაიკლ ოლისეს პერფორმანსს ეხმაურება.
მიმდინარე სეზონში ოლისე საოცარ ფორმაშია და მადრიდის რეალთან გამართულ 1/4 ფინალურ მატჩში საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.
"თუ ბოლო რამდენიმე კვირაში მის თამაშებს თვალს ადევნებთ, მიხვდებით, რომ ოლისე წელს ოქროს ბურთს იმსახურებს.
თუ ოლისე ასე თამაშს გააგრძელებს და მნიშვნელოვან მატჩებში გუნდს გამარჯვებაში დაეხმარება წლის საუკეთესო ფეხბურთელი აუცილებლად გახდება", - განაცხადა კანმა.
24 წლის შემტევის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 16 გოლი და 25 საგოლე გადაცემაა.









