როგორც ჩანს, ნეაპოლურ ბანაკში არეულობაა და კლუბის პრეზიდენტს მწვრთნელთან და ფეხბურთელებთან საუბრები ჰქონდა.
ცნობილია, რომ აურელიო დე ლაურენტისმა ნაპოლის ფეხბურთელებს - ხვიჩა კვარაცხელიას, დი ლორენცოს და სტანისლავ ლობოტკას ულტიმატუმი წაუყენა და უთხრა, რომ თუ ნაპოლიში თამაშით უკმაყოფილონი არიან, შეუძლიათ ზაფხულში კლუბი დატოვონ.
იგივე ვითარებაა ვიქტორ ოსიმენზეც, თუმცა ნიგერიელ ფორვარდს გამოსასყიდი თანხა 130 მილიონი ევრო აქვს.
ქართველი შემტევის მომავალი კვლავ გაურკვეველია და სასურველი შეთავაზების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, კვარაცხელია ნაპოლიდან ზაფხულში წავიდეს.










