2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, ინგლისის ნაკრებმა საკუთარ კედლებში ალბანეთის ეროვნული გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ბრიტანელთა მხრიდან გოლები მაილს ლუის-სკელიმ და ჰარი კეინმა გაიტანეს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩი ტომას ტუხელისთვის დებიუტი იყო "3 ლომის" დამრიგებლის რანგში.
ალბიონელების შემდეგი მოწინააღმდეგე ლატვიის ნაკრები იქნება, შეხვედრა 24 მარტს გაიმართება. რაც შეეხებათ სხვა მეტოქეებს, ხუთგუნდიან ჯგუფში, ტუხელის შეგირდები კიდევ სერბეთსა და ანდორას დაუპირისპირდებიან.
ინგლისი 2:0 ალბანეთი
გოლები: 1:0 ლუის-სკელი 20', 2:0 კეინი 77'.