"მომწონს, რასაც ანრი აკეთებს. მინდა ვმუშაობდე ამერიკის რომელიმე არხზე და სპორტის შესახებ ვსაუბრობდე. იტალიასა და საფრანგეთში ყველაფერს უყურებენ მეტისმეტად სერიოზულად, იქ კი საქმეს უფრო მარტივად უდგებიან. ამის გარდა მომწონს ამერიკული ცხოვრების სტილი. მინდა 15 წლის შემდეგ სწორედ იქ ვიყო.
რაც შეეხება ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობას, ინტერნაციონალედან წასვლა არ მინდა. თუ კლაუსულის სანაცვლოდ საჭირო გახდება გუნდის დატოვება, ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად არასდროს მივიღებ", - განაცხადა მილანური კლუბის ფორვარდმა.











