შეხვედრა მიმდინარეობდა დაბალ ტემპში, იყო ბევრი ტაქტიკური ბრძოლა, რაც საბოლოოდ შედეგსა და სანახაობაზეც აისახა.
საბა საზონოვი იყო ტორინოს განაცხადში, თუმცა მოედანზე არ გამოჩენილა. იუვენტუსი აგროვებს 63 ქულას, რჩება მესამე ადგილზე და მილანთან სხვაობას მინიმუმ ხვალამდე 5 ქულამდე ამცირებს. ტორინო კი 45 ქულით მე-9 პოზიციაზეა.











