მატჩში ანგარიში პირველივე წუთზე გაიხსნა — "არწივების" ახალწვეულმა ჩირო იმობილემ, მცველების შეცდომით ისარგებლა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. პირველ ტაიმში მაყურებელს მეტი გატანილი გოლი აღარ უნახავს. მეორე ნახევარი ჯოვანი ვან ბრონკჰორსტის გუნდმა საოცრად დაიწყო. 53-ე წუთზე ბეშიქთაშის უპირატესობა იონას სვენსონმა ორ ბურთამდე გაზარდა, რასაც მალევე ჩირო იმობილეს დუბლიც მოჰყვა, 0:3.
როცა ყველას ეგონა, რომ მატჩში მეტი გოლი აღარ გავიდოდა, ბეშიქთაშმა მეტოქის ბოლომდე განადგურება გადაწყვიტა და ორწუთიან მონაკვეთში, მეტოქეს კიდევ ორი გოლი გაუტანა. თავი ამჯერად რაფა სილვამ და მუსტაფა ჰექიმოღლუმ გამოიჩინეს. ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 0:5 დაფიქსირდა, რაც ასეთი დონის დაპირისპირებისთვის, ცოტა დაუჯერებელიც კი არის.
ბეშიქთაშმა თურქეთის სუპერ თასის მოგება მეათედ მოახერხა.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა:









