"საზღვარგარეთ არავის სურს თურქეთის ჩემპიონატის ყურება! ვის უნდა ამ თურქული ლიგის ყურება, მეტყვით ვინმე? მათ აქვთ პრემიერ ლიგა, აქვთ საფრანგეთის ლიგა, აქვთ გერმანიის ლიგა, აქვთ პორტუგალიის ლიგა, აქვთ ნიდერლანდების ლიგა და ა.შ. რატომ უნდა უყურონ თურქეთის ჩემპიონატს?!
აქაურობა ძალიან ნაცრისფერია, ძალიან ბნელა, ამ ჩემპიონატს "ცუდი სუნი" ასდის. თურქული ფეხბურთი კორუპციაშია ჩაფლული და რომ მცოდნოდა, რომ აქ ასეთი სიტუაცია იყო, ფენერბაჰჩეში მუშაობას არ დავთანხმდებოდი, მაგრამ ახლა აქ ვარ და ეს ჩემი საქმეა. ყველაფერს გავაკეთებ ფენერბაჰჩეს წარმატებისთვის, მე აქ ამისთვის ვარ."

სუპერ ლიგის ბოლო ტურში, ფენერბაჰჩემ ტრაბზონსპორი დაამარცხა — მატჩის მიმდინარეობისას მოურინიო მსაჯთა ბრიგადას რამდენჯერმე დაუპირისპირდა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი პორტუგალიელმა პრეტენზიები თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის მიმართაც გამოხატა.