თბილისის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ, გურამ თუშიშვილმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ჯერ ფორმის პიკში არ არის შესული.
"ძალიან ბედნიერი ვარ - თბილისის გრანდ სლემზე ოქროს მედალი ყველა ქართველისთვის სასიხარულო და საპასუხისმგებლოა. კარგად ვიყავი მომზადებული, ჩემპიონი გავხდი და მინდა ყველა გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო."
"ჯერ ჩემი ფორმის პიკში არ ვარ და ვფიქრობ, რომ ოლიმპიადას კარგ ფორმაში შევხვდები. შეიძლებოდა უფრო მეტი მედლების მოპოვება, მაგრამ ძირითადი გუნდი მაინც ოლიმპიადისთვის მომზადებაზე არის გადასული და ესეც კარგი შედეგია" - გურამ თუშიშვილი.
ფოტო: ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია (IJF)
თუშიშვილი: "ვფიქრობ, რომ ოლიმპიადას კარგ ფორმაში შევხვდები"











