რამაზ სვანაძე: "ხვალინდელი თამაშისთვის მზადება ნორმალურად მიმდინარეობს, თუმცა ბოლო მატჩის შედეგიდან გამომდინარე რამდენიმე დღე მთლიანად გუნდი იმედგაცრუებული იყო, თუმცა ამ თემაზე ვისაუბრეთ, შევთანხმდით იმაზე, რომ ფეხბურთია, შევთანხმდით იმაზე, რომ ისევ ის გუნდი ვართ, რომელიც ბოლო ტურამდე ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.
ჩვენ ყველა პროფესიულ ფეხბურთში ვმოღვაწეობთ და ამ სფეროში, არ გვაქვს იმის უფლება, რომ ერთ მარცხს ან ზოგადად წარსულს რამე გადავაყოლოთ. სანამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩზე ვისაუბრებ, მანამდე ისიც უნდა ვახსენო, რომ დღეს თამაშობს ჩვენი კონკურენტი შვედეთი სტუმრად ნიდერლანდებში და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი ჩვენ სასიკეთოდ დასრულდება და ის შანსი მოგვეცემა, რის გამოყენებასაც ხვალ აუცილებლად ვეცდებით.
ხვალ იოლი მატჩი არც ჩვენ არ გველის, ამიტომ გულშემატკივარს ვთხოვ, რომ ხვალ სტადიონზე მოვიდეს და მხარი დაგვიჭიროს. ჯერ ჩვენი ფეხბურთელები ახალგაზრდები არიან, ახლა იღებენ დიდი ფეხბურთის გამოცდილებას და სახლის თამაშზე გულშემატკივარი მათთვის ბევრ რამეს ნიშნავს."

ვარჯიშზე მიღებული მიკრო ტრავმის გამო, ხვალინდელ მატჩს გიზი მამაგეიშვილი გამოტოვებს.
შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ინფორმაცია ბილეთების შესახებ.
წყარო & ფოტო: Nakrebi.ge