იმის მიუხედავად, რომ იუვენტუსსა და ფელიპე ანდერსონს შორის სიტყვიერი შეთანხმება არსებობდა, 31 წლის ბრაზილიელმა გადაწყვეტილება ბოლო მომენტში შეცვალა და ოჯახური მიზეზების გამო, ბრაზილიაში დაბრუნება გადაწყვიტა - პალმეირასსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი უკვე გაფორმდა, კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ფელიპე ანდერსონი ზაფხულში ლაციოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
ფელიპე ანდერსონი ლაციოს უკვე მეორეჯერ ტოვებს. ბრაზილიელმა "არწივები" პირველად 2018 წელს დატოვა, როდესაც ვესტ ჰემში გადაბარგდა, თუმცა მალევე უკან დაბრუნდა. ფეხბურთელმა 2021 წლიდან დღემდე ლაციალეს რიგებში 142 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 24 გოლი და შეასრულა 24 საგოლე გადაცემა.