ესპანეთის ლა ლიგის ბოლო ტურში, სადაც ერთმანეთს ბარსელონა და სელტა ვიგო დაუპირისპირდნენ, ჰანსი ფლიკმა ტრავმის გამო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დაკარგა. საუბარია, რობერტ ლევანდოვსკიზე, რომელმაც მარცხენა ფეხზე კუნთის დაზიანება მიიღო, რის გამოც საკუთარ გუნდს დაახლოებით 3 კვირა ვერ დაემხარება.
36 წლის ფეხბურთელი ტრავმის გამო რეალთან გასამართ ესპანეთის თასის ფინალს გამოტოვებს. ამ ყველაფერს ემატება ჩემპიონთა ლიგაზე, ინტერთან დაპირისპირებებიც, სადაც პოლონელი დიდი ალბათობით მონაწილეობას ვერ მიიღებს.
პოლონელი ფორვარდის გარდა, ბარსელონაში ტრავმები აქვთ ალეხანდრო ბალდეს, მარკ კასადოს, მარკ ბერნალსა და ანდრეას კრისტენსენს.
შეგახსნებეთ, ჰანსი ფლიკის გუნდი 32 ტურის შემდეგ, 73 ქულით, ლა ლიგას ლიდერობს. კატალონიელები ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობასაც აგრძელებენ, სადაც 1/2 ფინალში ინტერს დაუპირისპირდებიან.









