ბარსელონამ ელ კლასიკოს წინ გუნდის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი რაფინია დაკარგა. როგორც კატალონიური კლუბის საიტზე ვკითხულობთ, ბრაზილიელმა ვინგერმა დღევანდელი ვარჯიში ნაადრევად დატოვა და რეალ მადრიდთან დაპირისპირებას ოფიციალურად გამოტოვებს.
რაფინია სულ ახლახანს დაბრუნდა, თუმცა როგორც ჩანს ტრავმა გაუმიზეზდა და სეზონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მატჩს გამოტოვებს. ბრაზილიელ ფეხბურთელს გამოკვლევები უახლოეს საათებში ჩაუტარდება, სადაც ტრავმის სიმძიმე გაირკვევა.
შეგახსენებთ, რეალ მადრიდი-ბარსელონა 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 19:15 საათზე გაიმართება.









