მატჩის შემდეგ პარიზული კლუბის წარმომადგენლებმა UEFA-ში საჩივარი შეიტანეს, რომელიც დაკმაყოფილდა.
კერძოდ, მატჩის წინ და მსვლელობისას, ბარსელონას გულშემატკივრისგან რასისტული შეძახილები ისმოდა. ამასთანავე, მათ აკრძალული პიროტექნიკა გამოიყენეს.
ფეხბურთის მმართველმა ორგანომ საკითხი აქტიურად განიხილა და ბარსელონა 32 ათასი ევროთი დააჯარიმა. ხოლო თუ მსგავსი ფაქტი კვლავ განმეორდება, გუნდი რამდენიმე საშინაო მატჩს მაყურებლის გარეშე ჩაატარებს.











