2024/25 სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაზე 32 მაგივრად მონაწილეობას 36 კლუბი მიიღებს, რომელიც ე.წ. “შვეიცარიულ სისტემაზე” გადაეწყობა — 36 კლუბი ერთ დიდ ლიგაში იასპარეზებს, შეიქმნება ერთი ცხრილი და აღარ იქნება ჯგუფური ეტაპი. თითოეული გუნდი ჩაატარებს 8 მატჩს 8 სხვადასხვა მეტოქესთან (4 შინ, 4 სტუმრად).
8 ტურის შემდეგ, შედგება სატურნირო ცხრილი, რომლის მიხედვით გამოვლინდება მერვედფინალისტთა ვინაობა. ლიგის საუკეთესო 8 კლუბი პლეი ოფში გავა, ხოლო 9-24 ადგილოსანი გუნდები, დაწყვილდებიან და ორმატჩიან დუელში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ასე გამოვლინდება 8 გამარჯვებული გუნდი, რომლებიც მერვედფინალისტებს შეუერთდებიან.

ზუსტად იგივე ცვლილებები შეეხება ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგას, თუმცა მხოლოდ ერთი განსხვავებით — ევროპა ლიგაზე გუნდები 8-8 მატჩს ჩაატარებენ, კონფერენს ლიგაზე კი 6-6 შეხვედრას.
რაც შეეხება დამატებით 4 ადგილს: 2 ადგილს მიიღებს ის ორი ქვეყანა, რომლებსაც წინა სეზონში საუკეთესო შედეგები ექნებათ ევროთასებზე. კიდევ ერთი ადგილს მიიღებს, უეფას რეიტინგში მე-5 ადგილზე მყოფი ქვეყნის, საფეხბურთო ლიგის მესამე ადგილოსანი, ხოლო ბოლო მე-4 დამატებითი ადგილი ე.წ "ჩემპიონთა გზით" გაირკვევა.