შეხვედრა ორმხრივ შეტევებში წარიმართა, თუმცა, გუნდებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს და ფრედ, 0-0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ჰენდერსონმა 7 სეივი მიითვალა, ხოლო ონანამ ბურთი 4-ჯერ მოიგერია.
5 მატჩის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედს 7 ქულა აქვს და მე-11 ადგილზე იმყოფება, ხოლო კრისტალ პალასი 3 ქულით მე-16 პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში ტენ ჰაგის გუნდი ოლდ ტრაფორდზე ტოტენჰემს უმასპინძლებს, ხოლო ლონდონელები ევერტონს ესტუმრებიან.









