ლა ლიგის მე-12 ტურში რეალ მადრიდი ესტუმრა მეზობელ რაიო ვალეკანოს, რომელთანაც უგოლო ფრე ითამაშა. ჩემპიონთა ლიგაზე ლივერპულთან წაგების შემდეგ, ეს იყო ზედიზედ მე-2 შეხვედრა, რომელიც "სამეფო კლუბმა" ვერ მოიგო და რომელშიც გოლის გატანა ვერ შეძლო.
სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრები 31 ქულით რჩებიან პირველ ადგილზე, თუმცა დღეს ბარსელონა დაამარცხებს ვიგოს სელტას, სხვაობა მათ შორის 3 ქულამდე შემცირდება.
რაიო ვალეკანო 0:0 რეალი









