სერია ა-ს მე-13 ტურის ცენტრალური მატჩი დასრულდა. სან სიროზე გამართული მილანი-იუვენტუსის მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა. მაყურებელმა ამ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე უსახური მატჩი იხილა, სადაც გუნდებმა ერთი რეალური მომენტის შექმნაც კი ვერ მოახერხეს.
90 წუთის განმავლობაში ორივე გუნდი კარის დაცვაზე იყო ორიენტირებული, რის გამოც მაყურებელს გატანილი გოლი არ უნახავს.
ფონსეკას გუნდმა 19 ქულა მოაგროვა, ხოლო ტიაგო მოტას გუნდმა 25 ქულას მოუყარა თავი.