"იმედი მაქვს, რომ ბარსელონა შეძლებს უილიამსის გაფორმებას. ფლიკი ოცნებობს მის ტრანსფერზე, თან ამასთან ერთად, მისი გამოსასყიდი თანხა სულ რაღაც 60 მილიონია, სინამდვილეში კი ნიკო 100 მილიონზე მეტი ღირს. დიდი სიამოვნებით ვიხილავდი მისი და იამალის დუეტს კატალონიურ კლუბში.
განვლილმა ევროპის ჩემპიონატმა აჩვენა, რომ ლამინისა და ბილბაოს გარემარბის წყვილი მუსიალა-ვირცის დუეტს ჯობია. მოუთმენლად ველი მომავალ საკლუბო სეზონს", - განაცხადა "რეკორდმაისტერის" ყოფილმა შუახაზელმა.











