
"წარმატებული სეზონის შემდეგ, იმედი გვაქვს, რომ პროგრესს კვლავ გავაგრძელებთ და კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ წინ. ჩვენს გუნდთან ერთად ახალ ბოლიდზე ბევრი ვიმუშავეთ და მალე მინდა გამოვცადო ტრასაზე. რა თქმა უნდა, მართვის სტილის შეცვლა მომიწევს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესი ბოლიდი იქნება", - განაცხადა გუნდის მრბოლელმა, ალექს ალბონმა.

"მოუთმენლად ველოდები როდის გამოვცდი FW46-ს და გავაგრძელებ ზრდას, როგორც პილოტი. საკმაოდ ნაყოფიერად გამოვიყენე შესვენება და ახალი სეზონისთვის მზად ვარ როგორც მენტალურად, ასევე ფიზიკურად", - აღნიშნა უილიამსის მეორე პილოტმა, ლოგან სერჯენტმა.










