ანგარიში მასპინძლებმა დებიუტშივე გახსნეს — მე-11 წუთზე თავი ჰოლანდმა გამოიჩინა, ხოლო ზუსტად 10 წუთში ესტუპინანმა გაათანაბრა. 39-ე წუთზე მარმუშმა სიტი კვლავ წინ გაიყვანა, 48-ე წუთზე კი ხუსანოვმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და საბოლოო ანგარიში, 2:2 დაფიქსირდა.
მანჩესტერ სიტი 2-2 ბრაიტონი
გოლები: ჰოლანდი 1-0 (11'), ესტუპიანი 1-1 (21'), მარმუში 2-1 (39'), 2-2 ხუსანოვი (ს.კ)(48')
29 მატჩის შემდეგ, მანჩესტერ სიტი 48 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, ხოლო ბრაიტონი 47 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო ტურში გვარდიოლას გუნდი ლესტერს უმასპინძლებს, ხოლო თოლიები ასტონ ვილას მიიღებენ.









