შეხვედრის ანგარიში პირველი ტაიმი შუაში, მე-20 წუთზე ტურამმა გახსნა და მასპინძლები დააწინაურა. 38-ე წუთზე, კინმა გაათანაბრა და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ.
მეორე ნახევრის დებიუტში, 48-ე წუთზე ტურამმა დუბლი გაიფორმა და იუვენტუსი კვლავ წინ გაიყვანა, ხოლო მატჩის მიწურულს, 87-ე წუთზე თავი სოტილიმ გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში, 2-2 დააფიქსირა.
18 ტურის შემდეგ, იუვენტუსს და ფიორენტინას თანაბარი, 32 ქულა აქვთ და 5-6 ადგილებს იყოფენ, თუმცა, ფლორენციელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. მომდევნო შეხვედრაში მოტას გუნდი ტორინოს ესტუმრება, ხოლო ფიორენტინა ნაპოლის უმასპინძლებს.









