აღნიშნულ შეხვედრაში კატალონიელთა შემტევმა, რაფინიამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი ლევანდოვსკიმ გაიტანა — ბაიერნის მხრიდან კი, ერთადერთი გოლის ავტორი კეინია.
სამი მატჩის შემდეგ, ფლიკის გუნდს 6 ქულა აქვს, მე-8 ადგილს იკავებს და მომდევნო ტურში ცრვენა ზვეზდას შეხვდება. რეკორდმაისტერი კი 3 ქულით 23-ე პოზიციაზეა და მე-4 ტურში ბენფიკას უმასპინძლებს.
მარტივი გამარჯვება ჩაიწერა აქტივში მანჩესტერ სიტიმ — პეპ გვარდიოლას გუნდმა საკუთარ კედლებში პრაღის სპარტა 5-0 გაანადგურა. დუბლი ჰოლანდმა გაიფორმა, ხოლო თითო გოლი ფოდენის, სტოუნსის და ნუნიესის ანგარიშზეა.
ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის მეორე სათამაშო დღის შედეგები:
ატალანტა 0-0 სელტიკი
ბრესტი 1-1 ლევერკუზენი
ატლეტიკო 1-3 ლილი
ბარსელონა 4-1 ბაიერნი
ბენფიკა 1-3 ფეინოორდი
მან.სიტი 5-0 სპარტა
ლაიპციგი 0-1 ლივერპული
ზალცბურგი 0-2 დინამო ზაგრები
იანგ ბოისი 0-1 ინტერი










