შეხვედრის ანგარიში სტუმრებმა პირველივე წუთზე გახსნეს — თავი ფრატეზიმ გამოიჩინა. 35-ე წუთზე, კაბასელემ გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე, ლაუტარომ კვლავ წინ გაიყვანა ინტერი და პირველი ტაიმი "ნერაძურიმ" მოიგო.
მეორე ნახევრის დებიუტში, 47-ე წუთზე, ლაუტარომ დუბლი გაიფორმა და სხვაობა ორამდე გაზარდა. 83-ე წუთზე, მასპინძელთა შემტევმა, ლუკამ აიღო მეტოქის კარი და საბოლოო ანგარიში, 2:3 დააფიქსირა.
6 მატჩის შემდეგ, ინტერს 11 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება, ხოლო უდინეზე 10 ქულით მე-5 პოზიციაზეა. მომდევნო ტურში ინძაგის გუნდი ტორინოს მიიღებს, უდინელები კი ლეჩეს უმასპინძლებენ.









