სერგეი რებროვმა რამდენიმე დღის წინ დაასახელა იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც პოზნანში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებენ. განაცხადში ტრავმის გამო ვერ მოხვდნენ ოლექსანდრ ზინჩენკო და რუსლან მალინოვსკი, რაც უკრაინის ნაკრებისთვის სერიოზული დანაკლისია, თუმცა ჩვენი მეტოქის სიტუაცია რამდენიმე დღის წინ კიდევ უფრო დამძიმდა.
ტრავმები მიიღეს ვიტალი მიკოლენკომ და ვიქტორ ციგანკოვმა. მათ ნაცვლად რებროვმა ორი ფეხბურთელი გამოიძახა, კერძოდ გამოცდილი ანდრეი იარმოლენკო და ოლექსანდრ სვატოკი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა-საქართველოს დაპირისპირება 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.









