პარიზულმა კლუბმა ფლეი-ოფისთვის ახალი ფეხბურთელები დაარეგისტრირა და როგორც ველოდით, სიაში ხვიჩა კვარაცხელიაცაა.
უეფას ოფიციალურ გვერდზე პსჟ-ს განახლებულ განაცხადში ქართველის გვარიცაა და უკვე ოფიციალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კვარა პსჟ-ს მომდევნო მატჩებში დაეხმარება.
შეაგხსენებთ, რომ ფლეი-ოფის მატჩს პსჟ ბრესტის წინააღმდეგ 11 და 19 თებერვალს გამართავს.










