ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა უიენ რუნიმ ბრაზილიელ შემტევზე ნეიმარზე ისაუბრა.
მოგეხსენებათ, ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებს მიღმა დარჩა და შესაძლოა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც არ ითამაშოს.
"ნეიმარი თამაში ყოველთვის მომწონდა, თუმცა უმაღლესი დონის მოთამაშე ის არასდროს ყოფილა. მაგალითად, როგორც მესი და რონალდუ.
ბარსელონაში მას ძალიან კარგი სეზონები ჰქონდა, მაგრამ მაინც ყოველთვის მესის ჩრდილში იყო", - განაცხადა რუნიმ
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი ამჟამად მშობლიურ სანტოსში თამაშობდა და დღეს, ინტერნასიონალის წინააღმდეგ გოლიც გაიტანა.









