პრემიერ ლიგის 35-ე ტურის გახსნითი მატჩი ემირეითს სთედიუმზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა მანჩესტერ სიტისა და ვულვზის დაპირისპირება იხილა. პეპ გვარდიოლას გუნდმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
მატჩის ერთადერთი გოლი კევინ დე ბრუინმა გაიტანა, რომელმაც ჟერემი დოკუს გადაცემით ისარგებლა.
"ქალაქელებმა" ამ გამარჯვების შემდეგ 64 ქულა მოაგროვეს და დროებით მე-3 პოზიციაზე გადავიდნენ. რაც შეეხება ვულვზს, "მგლები" 41 ქულით, მე-13 პოზიციაზე დარჩნენ.
მანჩესტერ სიტი 1-0 ვულვზი
გოლი: 1-0 კევინ დე ბრუინი 35'.
მატჩის მიმოხილვა









