ეროვნული ლიგის მე-9 ტურის ცენტრალური შეხვედრა "დინამო არენაზე" შედგა, სადაც ერთმანეთს დინამო თბილისი და გორის დილა დაუპირისპირდნენ.
პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, მეორე ტაიმის სტარტზე თორნიკე მორჩილაძემ ანგარიში გახსნა. გოლიდან 3 წუთში, ლეო ასუნპსაუმ დინამოელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.
აღსანიშნავია, რომ ორივე გოლის დროს, საგოლე გადაცემა ახალგარდა საბა ხარებაშვილმა გააკეთა.
მატჩის მიწურულს, დილამ სხვაობა შეამცირა, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა და დინამომ 2:1 მოიგო.
ამ გამარჯვებით დინამოელებმა 14 ქულა დააგროვეს, მე-4 პოზიციაზე არიან და ლიდერებს მიუახლოვდნენ.









